ტოკიოს ზაფხულისა და პეკინის ზამთრის ოლიმპიადებზე რუსეთს ჰიმნის დაკვრა აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
რუსეთი ჰიმნის ნაცვლად ჩაიკოვსკის მუსიკის თანხლებით გამოვა. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის გუნდს ორი წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთარი დროშისა და ჰიმნის ქვეშ ასპარეზობა.
ასევე, მათ არ შეეძლებათ ისეთი ჰიმნის ან მუსიკი გაჟღერება, რაც ქვეყნის ისტორიასთან იქნება კავშირში.
მიუხედავად აკრძალვებისა, რუსეთმა აპრილის თვეში, ოლიმპიადისთვის ახალი ფორმა წარადგინა, რომელიც ნაციონალური დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
ოლიმპიადა “ტოკიო-2020” გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო. მისი გახსნის თარიღად 2021 წლის 23 ივლისი ცხადდება.