ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) ბავშვები თამაშობენ, მე დებილივით ვმათხოვრობ… – ტრეფიკინგის მსხვერპლი არასრულწოვნების ფარული აუდიოჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არასრუწლოვნების ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....