[su_quote]ვახო სანაიამ ჩემს მიმართ ფეისბუქზე ძალიან დიდი შეურაცხყოფა განახორციელა. თუმცა, დავრწმუნდი იმ ბიჭების მისამართით რა იყო – პროვოცირებას აკეთებს ჩემსასაც, ასე გონია. ანალოგიური საქციელი აქვს ჩადენილი იმ ბიჭების მიმართაც. მასთან საქმე არ მაქვს, მე საქმე მაქვს პროკურატურასთან და სასამართლოსთან, თორემ ამ ქინძისთავთან არაფერი მესაქმება. ამიტომ, ჩემო ვახო, თავს ნუ გადაიღლი, იყავი წყნარად და დაელოდე პროცესებს, ფრთხილად იყავი, უკან არ შეგიტრიალდეს ეს ცილისწამება და ციხეში არ ამოყო თავი, ამას გაფრთხილებ მე. ძალიან გამწარებული ხარ და ტყუილებში იწვები და რთულადაა შენი საქმე. იცი, რომ თუ არ დაუმტკიცდებათ ეს ამბავი ამ ადამიანებს, როგორც მორალური, ასევე ბევრი რამის გადახდა მოგიწევს. ასე, რომ დაწყნარდი – არავინ აპირებს შენთან პოლემიკას და ხელით შეხებას[/su_quote]
ეს განცხადება ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში კიდობანი გააკეთა. მომღერალი გია (უცნობი) გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების ჩატარებას აპირებს. გაჩეჩილაძეს სანაიამ უპასუხა: “რამდენს დაჰპირდით ამ სი…ს, ბიჯო, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით”, – განაცხადა სანაიამ.