ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი: მზად ვარ შევხვდე ზელენსკის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად ნებისმიერ დროს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა ტასს ავრცელებს.

”თუ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვსაუბრობთ, ვთხოვოთ უკრაინის პრეზიდენტს და მოვიწვიოთ მოსკოვში, მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს”, – აღნიშნა პუტინმა ბელორუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინს შეხვედრისკენ მოუწოდა დონბასში, რათა ადგილზე განეხილათ და გადაეწყვიტათ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

იტვირთბა....