ახალი ამბები მთავარი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარს ვუჭერ

ფინელი პოლიტიკოსი და ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, მწვანეების წევრი ჰაიდი ჰაუტალა ნამოხვანიჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტს აქვეყნებს.

„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ“, – მან ეს პოსტი დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა.

ნამოხვანჰესისი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა. სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა ჯებირები ადგილზე ისევ რჩება. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

იტვირთბა....