საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, დიზაინერი, რომელიც ძალიან გამხდარ მოდელს აიყვანს, კანონით დაისჯება.
მოდის ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნებისგან განსხვავებით, საფრანგეთმა ყველაზე გვიან მიიღო ეს კანონი.
კანონის მიხედვით, სამოდელო სახლს სამედიცინო დასკვნა უნდა ჰქონდეს, რომ მათთან მომუშავე მოდელს ასაკის და სამუშაო პირობების მიხედვით შესაბამისი წონა გააჩნია.
კვლევების მიხედვით საფრანგეთში ანორექსიით 30 ათასიდან 40 ათასამდე ადამიანი იტანჯება, მათ შორის უმეტესობა, 90 პროცენტი -ქალია.
ინფორმაციას “როიტერსი” აქვეყნებს.