ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ისევ დაპირისპირება იყო. მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები ე.წ ამბოხებულებს დაუპირისპირდნენ. კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს.
სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც. სასულიერო პირები ერთმანეთს მკვლელებსა და ხატის ქურდებს უწოდებდნენ.
დაპირისპირება ეზოშიც მიმდინარეობდა. ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლიც დაუპირისპირდა. ადგილზე პოლიციაც იყო მობილზებული.