საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრის, პოლიტიკოს, სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკურ პარტია ლელოს განცხადებას უერთდება და ნიკა მელიას თავდებობის შესახებ ევროპარლამენტს ისიც მიმართავს.
სამადაშვილის თქმით, შეთანხმება ნიკა მელიას გათავისუფლების ყველა შესაძლო გზას ითვალისწინებდა.
“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”, – წერს სამადაშვილი
ცნობისთვის, ლელომ პარტიის ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს. მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.