ახალი ამბები მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლო გოგი წულაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო, ბრალდებულ გოგი წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და მათ დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეტრონომი გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ.

“თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სასამართლო განმარტავს, რომ  სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ  გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული  სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი  ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.

2019-2021 წლებში  აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება,  სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა,”- აღნიშნულია განცხადებაში

იტვირთბა....