ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი გადასაწყვეტია და ცვლილებები საარჩევნოო კომისიაში, ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის დადებულ შეთანხმებაში გათვალისწინებული არაა, ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა დღის ნიუსრუმში გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს არასწორი ბრალდების გამო, რომ თითქოს მან არჩვენების შედეგები არასწორად დაითვალა.

„საარჩევნო ცვლილებებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილება არ არის გათვალისწინებული და ეს არაკონსტიტუციურიც იქნებოდა. რაც შეეხება თამარ ჟვანიას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია, რას გადაწყვეტს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს, პირველ რიგში, წინ უნდა უძღოდეს ბოდიში ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ჯერ საჭიროა მათ ბოდიში მოუხადონ თამარ ჟვანიას. განსაკუთრებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირადი ბოდიში უნდა მოუხადოს, რაც მათ ჰკადრეს ამ ადამიანს, ყველაფერზე ბოდიში აქვთ მოსახდელი – დადეს პარალელური დათვლის შედეგები, რაც გახდა საფუძველი, რომ წასულიყო სიძულვილის ენა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს პარალელური დათვლა იყო არასწორი და დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ თამარ ჟვანიასთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....