გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ დაიდება ტექსტი, რომ გამოცხადდეს ამნისტია იმათზე, ვინც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გასცა, ჯაფარიძის თქმით, თავად ხმას არ მივცემს.
“დეტალური განხილვა არ მომხდარა, როდესაც ეს პუნქტი გაჩნდა დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პირველ ვერსიაში. ეს უნდა შეხებოდა ნიკა მელიას და ამიტომაც ჩაიდო. არავის განუხილავს, არც ყოფილა ამაზე საუბარი საჯაროდ, რომ რაიმე ამნისტია უნდა გამოცხადებულიყო სამართალდამცავებთან მიმართებაში, ან მათ მიმართ, ვინც ბრძანება მისცა.
ეს განხილვა არ ყოფილა, მაგრამ იქ ჩვენ დავსვით საკითხი, რომ ეს შეიძლება ფართოდ იყოს ინტერპრეტირებული. მედიატორებმა არ მოგვცეს სიღრმეებში შესვლის შესაძლებლობა. ეს ტექსტი უნდა ეხებოდეს ნიკა მელიას და იგი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ამას დავუჭერ მხარს. თუ ჩაიწერება ტექსტი, რომელიც ეცდება, რომ ამნისტია მოახდინოს იმათი, ვინც დაასახიჩრა ხალხი, ვინც ბრძანება გასცა ამას, ხმას არ მივცემ”, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ TV პირეველს განუცხადა.