ავსტრალიის ფართო კილომეტრული ტელესკოპისა და ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ასევე ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ასტრონომებმა დედამიწის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ, პროქსიმა კენტავრზე ამოფრქვევა შენიშნეს. ეს არის უდიდესი აფეთქება, რაც კი ოდესმე დაფიქისრებულა დედამიწიდან. ამის შესახებ Sci-News პუბლიკაციას აქვეყნებს.
პროქსიმა კენტავრი არის ალფა კენტავრის სისტემის ყველაზე პატარა წევრი ვარსკვლავი. მისი რადიუსი დაახლოებით მზის რადიუსის 14 პროცენტს შეადგენს. მასა კი მზის მასის 12 %-მდეა, ხოლო ტემპერატურა ცელსიუსით 2777 გრადუსს უტლდება.
პროქსიმა კენტავრი 1000-ჯერ უფრო ნაკლებად ანათებს ვიდრე მზე და მისი დანახვა ახლოდან შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი.
“ეს აფეთქების მაჩვენებელი სიგნალები მკვლევარებს ეხმარება, რომ მეტი ინფორმაცია შეაგროვონ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება აფეთქებები ვარსკვლავებზე და დააკვირდნენ გამომწვევ მიზეზებს”, – აცხადებს კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური ასტრონომიის ცენტრის ასისტენტ-პროფესორი მერედით მაკგრეგორი.
პროქსიმა კენტავრი მზის უახლოესი, წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. ის ჩვენგან დაახლოებით 4 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს. მასზე დაკვირვება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.