ავიაკომპანია Flydubai-ს განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს აღადგენს. მათივე ინფორმაციით, დუბაი – ბათუმის ფრენები მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან აღდგბა. FlyDubai თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს უკვე ასრულებს. როგორც ავიაკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეიჰუნ ეფენდიმ აღნიშნა, Flydubai მოხარულია ბათუმში აღადგინოს რეისები.
“ბათუმი არაერთი წლის განმავლობაში ჩვენ მგზავრებს შორის საკმაოდ კარგი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ მას ვამატებთ ზაფხულის განრიგში და გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები ეტაპობრივად შემცირდება. ახალი რეისების დაჯავშნა ჩვენს ვებგვერდზე flydubai.com-ზე არის შესაძლებელი,” – თქვა ჯეიჰუნ ეფენდი.
ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენები 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე, კვირაში სამი სიხშირით – ოთხშაბათობით, ხუთშაბათობით და კვირაობით შესრულდება. ორმხრივი ბილეთის (ეკონომ კლასი) ღირებულება 385 დოლარიდან იწყება. ზაფხულის სეზონზე Flydubai მსოფლიოს 46 ქვეყანაში, 79 მიმართულებით შეასრულებს რეისებს.