aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენ ვაპატიეთ მელიას უმძიმესი დანაშაული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით — შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე”, – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან ამნისტია ეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, იგი უნდა შეეხოს ყველა სხვასაც.

“შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან [20 ივნისის საქმე], ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს აქვს სწორედ მას ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია ეს უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....