თურქეთში საქართველოს საელჩოს თანახმად, დღეიდან 5 დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ამ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა“.
საქართველოს საელჩო დამატებითი კითხვების შემთხვევაში გიპასუხებთ ცხელი ხაზის შემდეგ ტელეფონს ნომრებზე:
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08