ლელო – საქართველოსთვის ინფორმაციით, პარტიას გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ.
„ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა იურმა პარტიამ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. თავდაპირველად ევროპული საქართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხელმომწერთა შორის იყო პარტია ლელო. მოგვიანებით, ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა განახლებული ტექსტი გაავრცელა, რომელშიც ხელმომწერთა შორის ლელო აღარ არის მითითებული.