თბილისში ენერგეტიკის სექტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორის აქცენტი გაკეთდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე. ინვესტორებს პროექტთან დაკავშირებით ინტერესის გამოხატვა ორშაბათიდან შეეძლებათ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოურმა ინვესტიციამ სექტორში 500 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
ნამახვანის ჰესების კასკადი გულისხმობს 7390 მილიონიან ინვესტიციას. წინა საპროექტო სამუშაოები დასრულების სტადიაშია.
საპროექტო დიზაინის მიხედვით, ნამახვანის კასკადი არის სამეტაპიანი კასკადი, ჯამური წლიური გამომუშავებით 1650 გვტ/სთ, რომელიც იყენებს მდ. რიონის მნიშვნელოვან ჰიდროპოტენციალს. იგი შედგება სამი ჰესსისგან: ტვიშის ჰირდოელექტრო სადგური; ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგური; ჟონეთის ჰიდროელექტრო სადგური.