ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია

ნასამ მარსზე ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა

ნასამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ამცნო საზოგადოებას. თვითმავალმა პრესევერანსმა მარსის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ცდა, როდესაც ჩვენ ნახშირორჟანგის გარდაქმნის შედეგად ჟანგბადი მივიღეთ”, – განაცხადა ნასას წარმომადგენელმა ჯიმ როიტერმა.

ექსპერიმენტი 20 აპრილს შედგა. ნასა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ტექონოლოგია კაცობრიობას მომავალი კვლევებისათვის გზას გაუხსნის.

ამ თანამედროვე მოწყობილობამ, შესაძლოა კოსმოსში ჟანგბადი წარმოქმანას ასტრონავტებისთვის,  რაც კოსმოსური ხომალდის დედამიწიზე დაბრუნების საჭიროებას აღარ დააყენებს.

მარსის თვითმავალი ჟანგბადის გარდაქმნისთვის პატარა ყუთს იყენებს, რომელიც მანქანის ბატარეის ზომისაა და პრესევერანსის მარჯვენა მხარესაა დამაგრებული. მოწყობილობა ელექტროენერგიას იყენებს, რომ ქიმიურად დაყოს მოლეკულები და გარდაქმნას ნახშირორჟანგი ჟანგბადად.

იტვირთბა....