„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ სიტუაციაში სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება. მისივე თქმით, კორონავისურის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის.
“კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე საწოლი ეტაპობრივად ემატება იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მობილიზაციის იმ ნიშნულს, რაც თებერვლის დასაწყისში გვქონდა – 5300 -მდე საწოლი იყო იმ პერიოდში მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი. შემთხვევების ამგავრი მატების პირობებში, შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს”, – თქვა თამარ გაბუნიამ.