aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბესო ზანგური: ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს!

სოცსამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით, წვიმაში, ლაფში შემოვალთ, ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო… პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ, ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება. როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა???? გეკითხებით!
გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით, მე მითქვამს, ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს! ეს არ არის მუქარა სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!!
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ბესო ზანგური.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში – ფარული კონვერტი განაცხადა, რომ 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად, მათ შორის, ორსულობის პერიოდშიც ძალადობდა. მაყაშვილის აღნიშნულ განცხადებას ზანგური გამოეხმაურა და ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო. ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრის შემდეგ, ტელეწამყვანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მაყაშვილმა განაცხადა, რომ ჩივილს არ აპირებდა, რადგან არ სურს, ზანგური დაიჭირონ.

განცხადებას ფიზიკური ძალადობის შესახებ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და ბესო ზანგურს, თეატრის სასწრაფოდ დატოვების, მის ყოფილ მეუღლეს კი,  გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შესაძლო ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც და აღნიშნა, რომ  შემთხვევასთან დაკავშირებით, არაერთი დისკრიმინაციული განცხადება, მათ შორის საჯარო პირების მხრიდანაც გაკეთდა. ნინო ლომჯარიამ, სავარაუდო დანაშაულზე კანონის ფარგლებში პასუხის გაცემის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა. მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რუსთაველის თეატრის რეჟისორმა, რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ზანგური, გამოძიების დასრულებამდე, რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს. აღნიშნულს მსახიობი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ თეატრში როლებიდან ჩახსნა უარესია, ვიდრე გაგდება.

რაც შეეხება ნინუცა მაყაშვილს, მას სოლიდარობა საზოგადოების არაერთმა ცნობილმა სახემ გამოუცხადა და მისი მხარდამჭერი აქციებიც გაიმართა.

იტვირთბა....