ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ის აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებელი, ჯონი კოშაძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. კოშაძეს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატ ლიკა ბითაძეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, გამომძიებელი ბითაძეს მოუწოდებდა ერთ-ერთ საქმეზე ცრუ ჩვენება მიეცა. ლიკა ბითაძის განმარტებით გამომძიებელმა საპროცესო ნორმებიც დაარღვია.
იტვირთბა....