ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მეტრონომს დაუდასტურა. უწყების ცნობით, გოგონა ჯანმრთელი და საღსალამათია.
ცნობისათვის, ოზურგეთში გაუჩინარებულ 17 წლის გოგოს ოჯახი და სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.