ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ

“ხვალ 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ”, – ამის შესახებ გირჩიმეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება.

„პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლო, 22 აპრილს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს.

იტვირთბა....