ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანზორ მელია: ეს არის თავზე ლაფის დასხმა, არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ

„ეს არის თავზე ლაფის დასხმა, სულ გავყიდი ყველაფერს კაპიკებად და იმ 11 ათას ევროს გადავიხდი, მაგრამ ნიკამ ამიკრძალა და მე ჩემს შვილს ვეთანხმები. არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, კარდიოლოგი ანზორ მელია პრაიმტაიმთან საუბრისას აცხადებს და ამით გავრცელებულ ინფრომაციას ეხმაურება, რომ ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის.

ოპოზიციონერი ლიდერის მამა ამბობს, რომ იგი მზად არის ქონება გაყიდოს და ამ გზით გადაიხადოს შეფარდებული გირაოს თანხა, თუმცა ამას თავად ნიკა მელია უკრძალავს.

“რატომ უნდა გადაიხადონ ამიხსნან. ხომ იყო ახლა სასამართლო, რა გირაოზეა საუბარი, გირაო მოხსნილია და კიდევ იძახიან და ამართლებენ, ვინ არიან ეს უნამუსოები. ახალი პარლამენტარები რომ გამოდიან, რა გაუკეთებიათ ნიკას კაცობის მეათასედი რომ არ აქვთ. შვილებს თვალებში ვერ უყურებენ. სავარძელია მთავარი?“, – თქვა ანზორ მელიამ.

ცნობისათვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

იტვირთბა....