კაზანის რუბინი, ქართველი ლეგიონერის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მის გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა.
“ურალთან მატჩის დროს, ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და პირველ ტაიმში შეცვლა დასჭირდა. ხვიჩას მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ჩვენ მას მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ”, – წერია კაზანის რუბინის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქართველ ნახევარმცველს, ტრავმის გამო მოედნის დატოვება ურალთან გამართულ შეხვედრაში დროზე ადრე მოუწია.