ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: აღდგომის პერიოდში, სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ

“აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ტაძრებში დაცული იყოს რეკომენდაციები – როგორც შიგნით ტაძრებში, ისე გარეთ აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე, ასევე, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აღდგომის დღეებში შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.  მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

“აღდგომა მაისშია, ამ დროს თბილა და სასურველია, მრევლი იყოს გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, არ იყოს გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს წესები ყველგან იყოს დაცული”. – თქვა მან.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს.

იტვირთბა....