ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიშელი: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია

ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას და გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია”, – განაცხადა მიშელმა.

 

იტვირთბა....