როგორც “ბიბისი” ავრცელებს, თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. ისინი საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსზე აპირებდნენ ჩასვლას.
ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა 18 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 14 მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს. მიგრანტებს შორის იყვნენ სირიის, ერაყისა და პაკისტანის მოქალაქეები