ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრემიერის მეთაურობით ხვალ კოვიდსაბჭო შეიკრიბება, სადაც რეგულაციების დამატებაზე იმსჯელებენ.
ტიკარაძის თქმით, საჭიროა ინფექციის შეჩერება, რადგან ჯანდაცვის სექტორზე დაწოლა იზრდება.
“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან ნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყნება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება. უქმე დღეებთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს საბჭო, თუ რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 ადამიანი.