ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქადაგიშვილი: უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

პარლამენტის  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ გირაოს გადახდის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო 20 ივნისის მოვლენებთან  დაკავშირებით, ამნისტიის აქტს მიიღებს.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ახალი წესით ცესკო-ს ფორმირებაც მოხდება.

“შემოთავაზებული მექანიზმი იყო ასეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ, პარლამენტში პარტიები, დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ნიკანორ მელიას 40 000-ლარიანი გირაო არაფერს არ წამოადგენს. აქ საუბარი არის ელემენტარულ პატივისცემაზე, ელემენტარულ გაგებაზე, თორე პოლიტიკური ამნისტიის აქტი მოხდება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ცესკოს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება გენერალური პროკურორის თემას, ეს აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

ვინც ხელი არ მოაწერა, მე ვფიქრობ, ალბათ, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს უკიდურესად მარგინალური პოზიცია არის დამაზიანებელი იმ პოლიტიკური ძალების”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

იტვირთბა....