თურქმა ბიზნესმენმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდში” ნახევარი მილიონი ლარი გადარიცხა.
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებლის გალიფ ოზთურქმა „საპარტნიორო ფონდში“ მეორე დონაცია განახორციელა. თურქი ბიზნესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სწორედ შეხვედრაზე გვამცნო ღარიბაშვილმა, რომ ოზთურქი სასტუმროს ააშენებს. ასევე ბათუმში იგეგმება ტურისტული კოლეჯის აშენება, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით.
გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო.