ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

6 თვის შემდეგ ევროპაში უკვე უვიზოდ

ჰერმანი: საქართველომ პროგრესს მიაღწია

“საქართველომ პროგრესს მიაღწია” – ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე ასე შეაფასა ევროკომიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

„როგორც  უკვე იცით, დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავის მე-4 და ბოლო ანგარიში. პირველი რიგში ნება მომეცით ამ ანგარშზე ვისაუბრო. დღევანდელი ანგარიშზე დაყრდნობით, საქართველომ უკანასკნელი 6 თვის მანძლზე შეასრულა ყველა რეფორმა. ევროკომისია თვლის, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს. ეს არის არჩვეულებრივი შესრულება გეგმისა და ამ არაჩვეულებრივმა შესრულებამ მიგვიყვანა არაჩვეულებრივ გამარჯვებამდე, რომელიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ყველას, ვინც ამ გეგმის შესრულებაში მონაწილეობა მიიღო. რა იქნება შემდეგი 6 თვის განმავლობაში? ევროკომისია დასკვნას ევროსაბჭოსა და ევროპარლამეტს წარუდგენს, რათა შესრულებული იქნას 2001 წლის 531 დებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ჩართული იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეები განთავისუფლებულნი არიან  ვიზის საჭიროებისგან შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების დროს, 90 დღის განმავლობაში“. – აცხადებს ჰერმანი.

ევროკომისიის წამომადგენელმა საუბრის ბოლოს ქართველ ხალს მიულოცა ევროკომიისიის ანგარიშის გამოქვეყნება.

„ვიმედოვნებთ, რომ რეფორმები რომელიც გატარდა იქნება სტაბილური. ევროკავშირი მონაწილეობას იღებს ამ პროცესში, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი, იმისთვის რომ ვიზეიმოთ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებს. ვულოცავ მთელ საქართველოს“.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ეხმაურება ევროკომისიის დასკვნას. მისი თქმით, მიგრანტების კრიზისი ხელს არ შეუშლის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკომისიის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ანგარიშის მიხედვით ვიმოქმედებთ“. – ამბობს მერკელი.

დღეს ევროკომისიის  დადებითი დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოს მიმართ. მოლდავეთის შემთხვევაში ევროკომისიის დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანამ 6 თვის შემდეგ  შეძლო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა.

იტვირთბა....