[su_quote]სამწუხაროდ, ყველა მონაცემი უარესდება და შესაძლოა, სახელმწიფო იძულებული გახდეს დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს. სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი ისევე, როგორც სხვა მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთ და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. სამწუხაროდ, ყველა ეს მონაცემი უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს[/su_quote]
აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას გააკეთა.