ლონდონის ტოტენჰემმა პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.
მოურინიო ლონდონურ კლუბს 17 თვის განმავლობაში წვრთნიდა. ტოტენჰემი ახლა პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
ტოტენჰემის ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.