ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: ჩვენი პარტია პარლამენტში გირჩის გზის აღსასრულებლად მოვიდა

პოლიტიკური პარტია გირჩი დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც ბრიფინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, იმ 7 საკითხის აქტუალიზება და მისთვის ბრძოლა დაასახელა, რაც მათ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს.

ხვიჩიას თქმით, მათმა ამ ნაბიჯმა ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა წაახალისოს შეთანხმების მისაღწევად.

“ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რასაც გირჩის გზა ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, ერთის მხრივ ხელისუფლებისკენ, რომ ველაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. ეს ის 7 საკითხია, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ. ეს ის საკითხებია, რომელზეც გირჩი იბრძოლებს დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც, როგორც მოუწევს ისე. ამავდროულად ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს ოპოზიცია და ხელისუფლება რომ შედგეს მათ შორის შეთანხმება”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტია გირჩმა პარლამნეტში მისვლის გადაწყვეტლება მიიღო. მათი თქმით, ისინი პარლამენტის სამუშაო საქმიანობაში არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თუ მათთვის აქტუალური იქნება საკითხი, იმ შემთხვევაში კენჭისყრაშიც იმონაწილევებენ.

გირჩის წევრებმა იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტია გირჩმა ბოიკოტის შეწყვეტისათვის ქართული ოცნებას 7 პუნქტიანი მოთხოვნები წაუყენა.

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლეს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
იტვირთბა....