დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის, სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი იხსნება. მათთვის კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად სწრაფი ტესტირება ადგილზე ჩატარდება. ტესტირებისთვის ენგურთან კარვები გაიხსნა.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ტესტირებისთვის სამი პუნქტია გახსნილი. ცალკე კარვებია განთავსებული გადმოსვლელთა დასაყოვნებლადაც.
ასევე ადგილზე მოწყობილია საკარანტინე სივრცეც, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი. მას გადაყვანამდე მოსაცდელ საკარნტინე სივრცეში დააყოვნებენ.
ამ დროისთვის ე.წ გამშვებ პუნქტთან 30-მდე მოქალაქე დგას, რომლებიც დანარჩენ საქართვლოში ეტაპობრივად გადმოვლენ.