ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქართული ოცნების მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია ქართული ოცნება მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დოკუმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე. პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს შეეძლება შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, სადაც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდანაც; პარტიები მხარი უნდა დაუჭირონ პარლამენტში 2 მარტს წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები; პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ;
ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი; საოლქო საარჩევნო კომისიაც იგივე პროპორციით უნდა დაკომპლექტდეს. პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოს ხმების 2/3; საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტში მისი მიზანშეწონილობის განხილვა მოხდება. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმა.
საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი; ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს ხმების 2/3-ით; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიონალი წევრების არჩევის “ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო” მექანიზმი შეიქმნება შემდეგნაირად:
1) პირველი ორი მცდელობის დროს საჭირო იქნება უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერა. მესამე მცდელობისას მოთხოვნილ იქნება უმრავლესობის 3/5-ის მხარდაჭერა. შემდგომ მცდელობებს დასჭირდება უბრალო უმრავლესობა.
2) კენჭისყრის პროცედურებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა.
3) ყველა დანიშვნა, რომელიც “ჩიხის საწინააღმდეგო” პროცედურით განხორციელდება და მიღებულ იქნება უმრავლესობის 2/3-ზე ნაკლების მხარდაჭერით, უნდა იყოს დროებითი – 6 თვის ვადით, რა დროსაც უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა.
ბიულეტენების გადასათვლელად განსაზღვრული უნდა იყოს გამჭვირვალე კრიტერიუმები. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება. ცესკოს მეთვალყურეობით შეიქმნება ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რომ დროულად განიხილონ მიმდინარე პროცესი და ცესკოს მისცენ რეკომენდაციები. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა. ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის
შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ ცვლილებებს უკავშირდება უნდა გადაიხედოს.
ვადები: საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ განახლდება; შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად; • ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე”, – ვკითხულობთ დოკუმენტის მე-3 პუნტქში.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, დოკუმენტის მე-5 პუნქტში ვკითხულობთ:
“2021 წლის, 16 აპრილის ქართული ოცნების შეთავაზების თანახმად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით, “31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობა შეამცირეა. (…) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე უარის თქმამ მნიშვნელოვნად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება”.
პარტიები აღიარებენ, არჩევნების განსხვავებულად შეფასებებს და თანხმა არიან შევიდნენ პარლამენტში და ასევე, მონაწილეობა მიიღონ მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.
მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე”, – წერია დოკუმენტში.