ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცველი ცულით დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც როდესაც პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ადგილობრივების თქმით, ოჯახური კონფლიქტის დროს პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე ვითარების გასანეიტრალებლად მისულ ერთ-ერთ სამართალდამცველს 40 წლამდე მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და ცულით ხელის არეში დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
როგორც ირკვევა, დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამატებით დეტალების გარკვევას მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.