კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრმა აღნიშნა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ის მხოლოდ 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 აპრილიდან ქვეყანაში ყველა სკოლა გაიხსნება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.