[su_quote] დამოკიდებული იქნება იმაზე, რა დოკუმენტი დაიდება მაგიდაზე და რამდენად იქნება ამ დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და პოლიტიკური დევნის დასრულების თემა. თუ იქნება, ოპოზიცია მზად არის, ხელი მოაწეროს. თუ არ იქნება, არავითარ შემთხვევაში პატიმრებს ვერ დავტოვებთ ციხეში და გაყალბებული არჩევნების თემას ვერ დავხურავთ. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ დაინტერესებული არიან პრობლემის გადაჭრით. პრობლემის გადაჭრა არ იქნება, ყველა მოთხოვნის უკან წაღება, პრობლემა რის გამოც წარმოიშვა, იმის უგულებელყოფა და დოკუმენტზე ხელის მოწერა. დანარჩენი ორი პუნქტი, რაც იყო, ის პუნქტები უნდა იყოს შეთანხმებული და გაწერილი. სხვა შემთხვევაში ხელის მოწერას არავინ აპირებს. [/su_quote]
ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მეტრონომს ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება წარმოდგენილი.