ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ის მოწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვნახოთ ამ შეთანხმების შინაარსი

ევროკავშირმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მეტრონომს განუცხადა, რომ ეს მოწოდება მათთვის მნიშვენლოვანია, მაგრამ სანამ შეთანხმების შინაარსი მათთვის ცნობილი არ გახდება, წინასწარ რაიმეს თქმა რთულია.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების მოწოდება, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პარტნიორებათან. ცხადია, რომ მათ ღვაწლს და მონდომებასაც ვაფასებთ. ჩვენ ამ პროცესში ყოველთვის ვიყავით ჩართული, მაშინაც კი, როდესაც ვიღაცები მაგიდას აყირავებდნენ. ახლა უნდა ვნახოთ ამ შეთანხმების შინაარსი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხერხდება საქართველოსთვის უკეთესი ეტაპის დაწყება.

შეხვედრაზე ვიქნებით და ცხადია იმიტომ ვიქნებით, რომ გვაქვს სურვილი მოლაპარაკება წავიდეს წინ. შეთანხმების შინაარსი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განმუხტოს არსებული დაძაბულობა და ქვეყანას მისცეს წინსვლის სივრცე”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა მეტრონომთან.

ცნობისათვის, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.

იტვირთბა....