ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია

გერმანიაში შექმნეს თვალის სკანერი, რომელიც კორონავირუსს სამ წუთში გამოავლენს

გერმანიაში, მიუნხენში, კომპანია Semic RF-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ მიაგნეს ისეთ თვალის სკანერს,  რომელიც კორონავირუსის გამოვლენას ზუსტად 3 წუთში ახერხებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს სრულიად ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეპიდემიის მართვაში, რადგან ვირუსის გამოვლენის სისწრაფე გადამწყვეტი ფაქტორია. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

როგორც გერმანელი მეცნიერები აცხადებენ, სკანერის მიერ გამოვლენის მაჩვენებელის სიზუსტე 95 %-ია. კომპანიის მმართველი დირექტორი ვოლფგანგ გუბერი ვარაუდობს, რომ ახალი ტიპის ტექნოლოგია მომავალი თვიდან ჩაეშვება წარმოებაში.

სკანერის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ეს იქნება აპლიკაცია, რომელიც ჩაიტვირთება სმარტფონში, ან შესაბამის მოწყობილობაში. შემდეგ საჭიროა ჩამონტაჟებულმა კამერამ გადაიღოს ორივე თვალის ფოტო, რომელიც აიტვირთება აპლიკაციაში. სპეციალური მოწყობილობა თვალის გუგის მეშვეობით პოულობს, არის თუ არა სიმპტომატური ანთება ორგანიზმში,  რომელსაც ვარდისფერი თვალი ეწოდება. შედეგი რამდენიმე წუთში ეკრანზე გამოჩნდება.

აპლიკაცია კომერციული მიზნითაა შექმნილი და მისი ღირებულება კომპანიებისთვის თვიურად 480 ევრო იქნება. მოგვიანებით, იგეგმება აპლიკაცია ინდივიდუალური მომხარებლებისთვისაც შექმნან.

იტვირთბა....