ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

“კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ტყეში ბზის მოპოვებისგან. თითოეულ დარღვევაზე გატარდება მკაცრი რეაგირება”, – აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი.

 

იტვირთბა....