საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 783 პაციენტი განიკურნა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში, ჩატარებული კვლევა ტესტით – 18 822, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, PCR ტესტით – 8 625
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,35%, ბოლო 14 დღის – 2,98%, ბოლო 7 დღის – 3,41%
სულ აცრილია – 29 184, დღიურად აცრილია – 1 530
კარანტინის რეჟიმში 310, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 982, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 439 პირი იმყოფება.