ჩეხეთის რესპუბლიკა ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გააძევებს, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ, 2014 წელს, საბრძოლო საცავის აფეთქებასთან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ანდრეი ბაბისმა განაცხადა.
ჩეხეთმა დიპლომატებს 48 საათი მისცა ქვეყნის დატოვებისთვის.
“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსული საიდუმლო სამსახურის აგენტები მონაწილეობდნენ 2014 წელს, ჩეხეთის სოფელ ვრბიტიცში საბრძოლო მასალის საცავის აფეთქებაში. შესაბამისად, 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან იქნება გაძევებული. ჩეხეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო და მომხდარს ადეკვატურად გასცემს პასუხს”, – დაწერა ტვიტერში ანდრეი ბაბისმა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 16 ოქტომბერს, ჩეხეთის აღმოსავლეთით, სოფელ ვრბიტიცაში 58 ტონამდე სამხედრო აღჭურვილობა აფეთქდა, რომელიც სპეციალურ საცავში იყო მოთავსებული.
რამდენიმე თვის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მეორე საცავიც აფეთქდა, სადაც 98 ტონა სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.