[su_quote]დიახ, ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხყოფელი რაც მოხდა იმ აქციაზე ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ინციდენტს ასობით ადამიანი აკვირდებოდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში. ახლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, მე იძულებული ვხდები, რომ ვუპასუხო. ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია, რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს, ესეც ჩემთვის შეურაცხმყოფელია – მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას, რომ საიდანმე გააძევონ. მგონი, მაგისი ძალა შემწევს. მაჩალიკაშვილი გაერიდა იქაურობას თვითონ, რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე, რომ მიხვდა პროვოკაციას უმზადებდნენ, რომ მიხვდა მაჩალიკაშვილი მათვის არასასურველი სტუმარი იყო. მე ჩემი საიდანე გაძევების უფლებას არავის მივცემ და ბოლოს, ეს ჩემთვის პირველი შეურაცხყოფა არ არის და არც ახალი ამბავი ამ 4-წლიან ჯოჯოხეთურ გზაზე. მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი[/su_quote]
ასე პასუხობს მალხაზ მაჩალიკაშვილი რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს, რომლის განცხადებითაც, მაჩალიკაშვილი აქციიდან რიონის ხეობის მცველებს არ გაუძევებიათ.