ახალი ამბები მთავარი

გოლეთიანის თქმით, მაჩალიკაშვილის აქციიდან გაძევებაში რიონის ხეობის მცველებს კავშირი არ აქვთ

“აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის. ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით”, – ამის შესახებ ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტების ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა და ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან გააძევეს, მიზეზად კი მისი პოლიტიკური გემოვნება დაასახელეს.

გოლეთიანის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ის თავად დაუკავშირდა და ყველაფერი აუხსნა.

„ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი გააძევეს აქციიდან, რაც არის მიუღებელი აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ ყველაფრეთან.

ბატონი მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი. ზოგადად, აქ მოსვლას რაც შეეხება არავისთვის აკრძალული არაა აქ მოსვლა. თუ რამე დაპირისპირება მოხდა ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებას ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან არ გვინდა რომ ამ თემას მოჰყვეს შემდეგი გაგრძელებები ინტერნეტსივრცეშო, რომ თითქოს ჩვენ დაპირისპირება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანთან და გვინდოდა ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა განცხადება, რომ აღარ იყოს სპეკულაცია ამ თემებთან დაკავშირებით”, – თქვა გოლეთიანმა.

ის, რომ რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა ჯერ კიდევ 15 აპრილს გააკეთა განცხადება, სადაც ამბობდა რომ ხეობაში თავს იყრიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რამაც მათ პროტესტს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

შეგახსენებთ,  სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება, თუმცა, სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....