ახალი ამბები მთავარი

ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის წერილი: მიმიხედეთ ჩემს მეუღლეს, ძალიან მიყვარხართ

“მიმიხედეთ ჩემს მეუღლეს ძალიან მიყვარხართ”, – ეს წერილი საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკა წურწუმიას ეკუთვნის, რომელის საკუთარ უფლებადამცველს ციხიდან გამოატანა.

წურწუმიას უფლებადამცველის თქმით, ბანკში შეჭრის ერთადერთი მოტივი პროტესტის გრძნობა იყო და მას შედეგებზე არ უფიქრია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენებს დუმილის უფლებას. ვისაუბრეთ არაერთ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მე ვუხდი ბოდიშს მისი და მთელი ოჯახის სახელით, ადამიანებს ვინც ბანკში იმყოფებოდნენ. მეორე საკითხი იყო ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა მისი, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან. როდესაც იგი შევიდა ბანკში ორი მანდილოსანი, რომლებიც იყვნენ შეშინებულები დაუყოვნებლივ გაუშვა გარეთ”,- განაცხადა ნიკა წურწუმიას უფლებადამცველმა.

ცნობისათვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. სამართალდამცველებმა ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს და გაათავისუფლეს მძევლები. დაკავებული 28 წლის ნიკა წურწუმია, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში 6 თვის წინ გადავიდა.

იტვირთბა....