ქობულეთში ძმის მკვლელობის ბრალდებით 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კაცმა ძმა სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ქონების გაყოფა იყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.