აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს განცხადებით, “ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული.” როგორც სოციალურ ქსელ ტვიტერში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა.
„ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერს ბიურო „ტვიტერში“.